ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელები უკრაინის დახმარების გაგრძელებას ემხრობიან


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ჩატარებული ახალი გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება, მაგრამ ყველა მათგანი არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდისა და ინსტიტუტის პირველმა საზაფხულო გამოკითხვამ, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობაში არსებობს მუდმივი მხარდაჭერა შეერთებული შტატების ლიდერის როლისადმი მსოფლიოში. გამოკითხვის შედეგად, დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა თავდაცვის ხარჯების შემცირების საკითხებში.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელ მოსახლეობაში მკვეთრად იყოფა აზრი იმის შესახებ, უნდა აიკრძალოს თუ არა ქვეყანაში პოპულარული სოციალური ქსელი "ტიკტოკი".

გამოკითხვამ, რომელშიც 1,254 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ რესპონდენტების 76% თვლის, რომ ამერიკისთვის უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია.

ეს აზრი განსაკუთრებით მუსირებდა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში. მათი 86% თვლის, რომ უკრაინის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ იდეას რესპუბლიკური პარტიის მომხრეთა 71% ეთანხმება.

გამოკითხულთა უმრავლესობა, დაახლოებით 95% ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას.

XS
SM
MD
LG