ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ გასულ კვირას ფრონტის ხაზზე მხოლოდ მცირედი ცვლილებები იყო


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი ამბობს, რომ გასული კვირის განმავლობაში, უკრაინამ შეძლო რუსეთისგან დამატებითი ტერიტორიის დაბრუნება ქვეყნის სამხრეთით, თუმცა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

უკრაინული მხარის თქმით, ქვეყნის ჯარმა შეძლო, დაახლოებით 130 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის რუსი სამხედროებისგან გათავისუფლება მას შემდეგ, რაც კონტრშეტევის ოპერაცია დაიწყო. მანამდე მალიარი ამბობდა, რომ ეს მონაცემი 113 კვადრატული კილომეტრი იყო.

"სამხრეთში არ მომხდარა სიტუაცის მნიშვნელოვანი ცვლილება გასული კვირის განმავლობაში", ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ ფრონტზე გასულ კვირის განმავლობაში 250 შეტაკება მოხდა. შეტაკებები მათ შორის მიმდინარეობდა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკის მიმართულებებით. მინისტრი ამბობს, რომ მძიმე ბრძოლები ამ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება.

უკრაინის დიპლომატიურ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე კი ინფორმაციას ქვეყნის პირველი დილომატი, დმიტრო კულება ავრცელებს. მან მოუწოდა ევროკავშირს, რომ დამატებითი დახმარება გამოუყოს ქვეყანას. ამ დროისთვის, უკანასკნელი სამხედრო დახმარება, რაც ქვეყანამ ევროპული ქვეყნების ერთიანი ბლოკისგან მიიღო, 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, კულებამ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის გაძლიერებით უზრუნველყონ. თავის მხრივ, დამატებითი დახმარების გამოყოფაზე პირობა დადო ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამდგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც.

XS
SM
MD
LG