უკრაინაში მიმდინარე ომის და აგრესიის გამო, ევროპის ფარიკაობის ფედერაციამ (EFC) რუსეთის და ბელარუსის ფედერაციებს წევრობა შეუჩერა. ამ ორი ქვეყნის მოფარიკავეებს და ოფიციალურ პირებს აღარ ექნებათ უფლება, მიიღონ მონაწილეობა ორგანიზაციის ღონისძიებებსა და ტურნირებში.
გადაწყვეტილება ევროპის ფარიკაობის ფედერაციის მმართველმა საბჭომ, უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის შუამდგომლობის საფუძველზე, შაბათს, 24 ივნისს მიიღო. კენჭისყრაზე საბჭოს 43 წევრს შორის, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ 10 მონაწილე წავიდა.
რუსეთის და ბელარუსის მოფარიკავეებს მაინც ექნებათ ასპარეზობის უფლება, თუმცა, როგორც ნეიტრალურ სპორტსმენებს. საუბარია ტურნირებზე, რომლებიც ევროპის ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.
Facebook Forum