ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილი ჯინ კინგი, უიბლდონზე რუსების დაშვების აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდებს


ჩოგბურთის გრანდმა, ბილი ჯინ კინგმა უიმბლდონის ტურნირის მესვეურებს დაჟინებით მოუწოდა, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების აკძალვა გააუქმოს და თქვა: „სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა.“

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ორივე ქვეყნის სპორტსმენებს „დიდი სლემის“ შეჯიბრში მონაწილეობა აეკრძალათ და შედეგად ტურნირს რეიტინგის ქულები მოაკლდა.

ინგლისური კლუბი განიხილავს საკითხს, წელსაც იგივე თუ გააკეთოს, მაგრამ კინგმა მათ მოუწოდა აკრძალვა გააუქმონ. მან ავსტრალიის ღია ტურნირზე ჟურნალისტებს უთხრა: „მოდი [ ისინი] ისევე დავტოვოთ, როგორც სხვები. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა.“

XS
SM
MD
LG