"TV პირველის" ინფორმაციით, არხის სერვერზე კიბერთავდასხმა მოხდა, რომელშიც სავარაუდოდ, ე.წ. კრიპტოვირუსი გამოიყენეს. თავდასხმა 13 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა.
კიბერთავდასხმის გამო, არხი პირდაპირ ეთერში დღეს მხოლოდ სტუდიიდან გადიოდა. "TV პირველი" სტუდიის გარეთ ჩაწერილი ვიდეომასალების გაშვებას საღამომდე ვერ ახერხებდა.
ტელეკომპანიაში ფიქრობენ, რომ კრიპტოვირუსით თავდასხმა სავარაუდოდ, მათი კომპიუტერების მთავარ სერვერზე განხორციელდა. არხზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი. გამომძიებლებმა ტელეკომპანიის მთავარი სერვერი თან წაიღეს.