შეუძლოდ მყოფი კასტრო საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მისი უკანასკნელი გამოსვლა მარტში, რომის პაპის - ბენედიქტე XVI-ს ვიზიტს უკავშირდებოდა.
კუბის ყოფილ პრეზიდენტს, ფიდელ კასტროს ორშაბათს 86 წელი შეუსრულდა. იგი ამ დღეს მოკრძალებული ყურადღების ფონზე შეხვდა იმ ქვეყანაში, რომელსაც თითქმის 50 წელი მართავდა.
შეუძლოდ მყოფი კასტრო ნაკლებად ჩნდება საჯაროდ. მისი უკანასკნელი გამოსვლა მარტში, რომის პაპის - ბენედიქტე XVI-ს ვიზიტს უკავშირდება.
კასტროს ერთ-ერთი პერსონალური საავტორო სვეტი - „მოსაზრებანი” სახელმწიფო მედიას ივნისის შემდეგ არ გამოუქვეყნებია. უკანასკნელმა ჩანაწერებმა კი ყურადღება კომპაქტურობითა და თემატიკით მიიპყრო. ჩანაწერები იოგასა და საკვებ მცენარეებს შეეხებოდა.
კასტრო პოპულარობას უამრავ კუბელს შორის ინარჩუნებს. ავანსცენიდან გაუჩინარებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესი გააღვივა. 2006 წელს, როდესაც კუჭ-ნაწლავის დაავადებებს მკურნალობდა, უფლებამოსილება დროებით საკუთარ ძმას, რაულს გადასცა. სრული ძალაუფლება კი 2008 წელს დათმო.
გასულ წელს, კუბაში კასტროს დაბადების დღე მის პატივსაცემად ორგანიზებული კონცერტებით, მხატვრული გამოფენებითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელთაც თავად კასტრო არ დასწრებია.