კავკასიის ქვეყნები, რუსული ინტერესი და შეთქმულების თეორია
გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გაიმართა კონფერენცია თემაზე: კავკასია - უსაფრთხოების ლანდშაფტის შეცვლა. გამომსვლელები იყვნენ დოქტორი გიორგი ხელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სერგეი მარკედონოვი სტრატეგიის და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი სკოტ რადნიცი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელი ანარ ვალიევი.
პირველმა გამომსვლელმა, გიორგი ხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებზე კავკასიაში და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების სუსტ არქიტექტურაზე.
„1990-იან წლებს რომ გადავავლოთ თვალი, რეგიონის მიმართ დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული პოლიტიკა ეფუძნებოდა კავკასიის ქვეყნების გაძლიერებას არასტაბილური გარემოს შესაცვლელად და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად. 2000 წლიდან ვითარება შეიცვალა და სამივე ქვეყანაში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც - სახელმწიფოს შესაძლებლობები შესამჩნევად გაუმჯობესდა. ამავდროულად, გარეშე სახელმწიფოები აგრძელებდნენ თავიანთ ძალისხმევას, რომელიც მიმართული იყო ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, რამაც მნიშვნელოვნად გაამყარა სახელმწიფოს შესაძლებლობები,“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მისი თქმით, ამის შედეგად კავკასიის გაძლიერებულმა ქვეყნებმა დაიწყეს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება რეგიონში ჩართული ძლიერი სახელმწიფოებისგან. ამის ნათელი მაგალითი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომი, რაც, ერთის მხრივ, იყო საქართველოს მთავრობასა და შეერთებულ შტატებს შორის ნაკლები კომუნიკაციის შედეგი. იგივე მოხდა კავკასიის სხვა ორ ქვეყანაში -- სომხეთიც და აზერბაიჯანიც უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული რუსეთსა და თურქეთზე, ვიდრე აქამდე. ამგვარი ვითარება კი, გიორგი ხელაშვილის აზრით, კავკასიაში ქმნის საერთაშორისო ანარქიის საფრთხეს, როდესაც თავად კავკასიაში არ არსებობს უსაფრთხოების არქიტექტურის ელემენტები. ასეთ ვითარებაში ჩნდება საშიშროება, რომ რეგიონში სტაბილურობის ელემენტი დაამყაროს ერთმა ჰეგემონმა. თუკი, ადრე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა ვერ შეძლო კავკასიაში ერთპიროვნული გავლენის დამყარება, ახლა უკვე ვითარება შეცვლილია. კერძოდ, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მედვედევის იდეა - „ინტერესთა სპეციალური სფეროების“ შესახებ გულისხმობდა, რომ რუსეთს შეუძლია საკუთარ თავზე იტვირთოს კავკასიაში ვითარების დარეგულირების ფუნქცია.
შემდგომმა გამომსვლელმა, სერგეი მარკედონოვმა ისაუბრა რუსეთის მიდგომებზე კავკასიაში არსებული კონფლიქტების მიმართ.
„საქართველოს შემთხვევაში რუსეთი არ თანამშრომლობს დასავლეთთან და არ იზიარებს დასავლურ მიდგომებს არსებული კონფლიქტების მიმართ. მთლიანი ყარაბაღის შემთხვევაში კი, მოსკოვი ამჟღავნებს თანამშრომლობის მზადყოფნას. ამ მიმართულებით თანამშრომლობს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ რუსეთი დე-ფაქტო რესპუბლიკების მიმართ სულ ცოტა სამ განხვავებულ მიდგომას ამჟღავნებს. პირველი, ეს არის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სრული მხარდაჭერა და აღიარება; მეორე ეს არის დნესტრსიპირეთს მიმართ, სადაც რუსეთი აფიქსირებს თავის გავლენას, მაგრამ არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას; და მესამე, ეს არის მთიანი ყარაბაღი, სადაც რუსეთი თანამშრომლობს დასავლეთთან და კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით,“ - განაცხადა მარკედონოვმა.
შემდგომმა გამომსვლელმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა სკოტ რადნიციმ, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე და შეთქმულების თეორიიის გაძლიერებაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ეს არჩევნები წარმოაჩინოს როგორც რუსეთის მიზნის ასრულების მცდელობა - დაამყაროს გავლენა საქართველოზე. რადნიცის თქმით, შეთქმულების თეორიების განვითარება დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომლის მეშვეობითაც ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ შიდა პოლიტიკური ვითარების მართვას და გავლენის შენარჩუნებას. ამით, ისინი ცდილობენ გადაფარონ ლეგიტიმაციის პრობლემები და მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან გადაიტანონ საგარეო საფრთხეებზე.
„თუკი, შეხედავთ საქართველოს 2003 წლიდან, დაინახავთ რომ შეთქმულების თეორია რუსეთის მიმართულებით თანდათანობით ვითარდება.
2007 წელს, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მისი მმართველობის წინააღმდეგ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყვნენ რუსეთიდან მართული ბნელი ძალები. 2008 წელს, როდესაც მისი ყოფილი მოკავშირე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია შექმნა, მთავრობამ მის წინააღმდეგ გადადგა აგრესიული ნაბიჯები -- განაცხადეს, რომ ამოიღეს უკანონო იარაღი და ა.შ. მოგვიანებით, გასცეს მისი მეუღლის დაპატიმრების სანქცია და ეს ყველაფერი ახსნეს რუსული ხელის არსებობით ბურჯანაძის პოლიტიკაში. შარშან იყო ფოტოჟურნალისტების საქმე, რომლებიც სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს, თუმცა, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გაათავისუფლეს. გასულ თვეს, დაღესტნის საზღვართან ჩატარებული ოპერაციის დროს, საქართველოს სპეციალურმა ძალებმა მოკლეს 11 შეიარაღებული პირი, რასთან დაკავშირებითაც არსებობს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები, თუმცა, სააკაშვილმა თქვა, რომ ეს იყო რუსეთიდან მართული საფრთხის აღკვეთა.
ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სერიოზულ კანდიდატს და კონკურენტს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ამ შემთხვევაშიც, სააკაშვილი მიმართავს ინსინუაციებს ივანიშვილის რუსული კავშირების შესახებ,“ - განაცხადა სკოტ რადნიციმ. მისი თქმით, მტრის ხატის შექმნა და კონსპირაციული თეორიების განვითარება შეიმჩნევა აზერბაიჯანშიც, რაც ასევე, ემსახურება რეჟიმის შენარჩუნებას.