ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და ჩრდილო კავკასია


საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გორში შეხვედრა მოეწყო, რომელზეც მოუგვარებელ კონფლიქტებსა და გარე ფაქტორების შესახებ გაიმართა მსჯელობა.

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის პროექტის საქართველოს კომპონენტის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა შეხვედრის მიზნების შესახებ საუბრისას განაცხადა:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტაქტების გაღრმავება ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და ინფორმაციის გაცვლა. გვინდა გავცეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენთვის ასევე საინტერესოა კონფლიქტის ზონებთან ახლოს მომუშავე ორგანიზაციების გამოცდილება. გადაწყვეტილებები მაინც თბილისში მიიღება. კვლევების ჩატარება ყოველთვის და ზუსტი ცნობების მიღება რთულია, ამგვარი კონტაქტების საშუალებით კი ინფორმაციის მიღება გაცილებით იოლი და მოსახერხებელია.“

შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტმა გიორგი გვიმრაძემ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქართველოს ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესებმა გავლენა მოახდინოს საქართველოზე.

„ჩრდილო კავკასიის შემორიგება რუსეთისთვის დიდ პრობლემად იქცა. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ იარსებებს თუ არა რუსეთი მომავალში, აქ წყდება. ფედერაციასა და რეგიონში არსებულ მეამბოხეთა შორის დაპირისპირება პერმანენტულ ხასიათს ატარებს, რომელიც პერიოდულად. გამოვლინდება ტერაქტებით. საგულისხმო ბევრი კომპონენტია. ჩრდილო კავკასიაში ბევრი თვლის, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საკთხი აქ დგას, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის არსებობა, როგორც ერთი მთლიანის დამოკიდებულია ჩრდილო კავკასიაზე, ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ასე არაა და რუსეთი, მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა კავკასიურ ერთიანობას მაინც არ დაიშლება, რადგან ჩრდილო კავკასია მის სახელმწიფოებრივ ბაზისს არ წარმოადგენს. მისი ბაზისი დღეს რესურსებზეა დამყარებული და ეს რესურსები სხვა რეგიონებშია განთავსებული. მაგრამ ჩრდილო კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი საკთხები მაინც წყდება რუსეთის სახემწიფოებრიობისთვის. როგორ გადაწყვეტს ის ჩრდილო კავკასიის პრობლემას მომავალში, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მომავალში.

უმთავრესი ძალა, რომელიც დღეს ეწინააღმდეგება რუსეთის სახელმწიფოებრიობას, ესაა ისლამური რადიკალური დაჯგუფება, რომელიც რადიკალური იდეებით გამოდის და საკუთარ თავს უწოდებს კავკასიურ ემირატს. მათი დეკლარირებული იდეაა ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება მთელ ჩრდილოკავკასიის ტერიტორიაზე, რომელიც მისი გამაერთიანებლის როლს შეასერულებს. ასევე გამოყოფს მას რუსეთისგან და იქ ჩამოაყალიბებს შარიათის კანონებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს. რამდენად რეალუსტურია ასეთი რამ? რელიგია არის მართლაც მიზანი, თუ ესაა მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად? რუსეთში არ იციან რეალური მოტივაცია იმისა, თუ რატომ იბრძვიან ეს ადამიანები, არავინაა, ვინც მივიდა, დაელაპარაკა, გამოკითხა და გაიგო, რა სურთ მათ. მათთან კონტაქტი არ არსებობს. კადიროვებიც ტერორისტები იყვნენ, გადმოიბირეს და დღეს ხელისუფლებაში არიან, შეიძლება ასეთი კიდევ ბევრია მათ შორის, ვინც დღეს ტყეში იბრძვის. დოკუ უმაროვის მიმართვა, როდესაც მან თქვა, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა რუსეთის მოქალაქეების მიმართ,, ჩემთვის წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ განვაცხადო, ეს ადამიანები რელიგიური მოსაზრებებით არ მოქმედებენ. „რუსი ხალხი, რომელმაც დეკებერში გამოამჟღავნა საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ისეთივე მსხვერპლია რეჟიმისა, როგორც ჩვენ, „– განაცხადა დოკუ უმაროვმა, ამდენად, ისლამი რჩება საშუალებად მიზნების მიღწევისთვის და ეს მიზნები საძიებელია. ბევრი ადამიანი ტყეში მხოლოდ იმის გამო გადის, რომ გაექცეს რეჟიმს,“– განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გვიმრაძემ.

კახა გოგოლაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს ემიგრანტთა დიდი ტალღისთვის საინტერესო როგორც ეკომონიკური განვითარების შემთხვევაში, ასევე რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გაუთვალისწინებელი ვითარების წყალობით.

შეხვედრაზე დიდი დისკუსია მოჰყვა ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობის იდეას. ითქვა, რომ დღემდე ჩრდილო ოსეთს მსგავსი სურვილი არ გამოუთქვამს დეკლარირებულად, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარი ვითარება შესაძლოა მოულოდნელად აბსოლუტურად შეიცვალოს. „ჩრდილო ოსეთში თუ დაინახავენ შესაძლებლობას, რომ მათ რეალური დამოუკიდებლობის შანსი აქვთ, შესაძლოა დამოუკიდებელ ქვეყნად ქვცევის სურვილი სრულიად მოულოდნელად დააფიქსირონ. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის პირობებში ოსები ყველაზე უფრო ინტეგრირებული საზოგადოება იყო ქართველებთან, მაგრამ მათ დამოუკიდებლობის სურვილი პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოავლინეს და საქართველოსგან გამოყოფის იდეაც ასევე მოულოდნელად გაჩნდა,“– განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

XS
SM
MD
LG