ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც ჩინეთში “კოვიდ-19”-ის წარმოშობას იკვლევს, თქვა რომ ღამურები კლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება. მან ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობა გამორიცხა.
პიტერ ბენ ემბარეკი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფს თითქმის ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ ჯგუფმა ახალი ინფორმაცია აღმოაჩინა, მაგრამ ვირუსის აფეთქების სურათი დრამატულად არ შეცვლილა.
“რომელიმე პირველწყარო ცხოველიდან, ჰუანანის ბაზრამდე სავარაუდო გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და რთული და ამასთანავე ამ პროცესში საზღვრების კვეთაც ყოფილიყო ჩართული”, - თქვა ემბარეკმა თითქმის სამსაათიანი პრეს-კონფერენცის დროს.
ასევე ნახეთ: 1 წლის შემდეგ ჩინეთში ჯანმოს სპეციალისტები ვირუსის წარმოშობას ადგლზე იკვლევენ
ემბარაკმა აღნიშნა, რომ ვირუსის წარმოშობის ძიება ღამურებზე, როგორც ინფექციის ბუნებრივ მატარებლებზე მიანიშნებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვუჰანში მოხდა.
ჯანმოს გუნდის განცხადებით, ისინი ასევე სწავლობდნენ სისხლის ნიმუშებს ჩინეთში, რაც აჩვენებს ვრცელდებოდა თუ არა ვირუსი უფრო ადრე, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ.
ჩინეთის წარმომადგენელმა ლიანგ ვანიანმა კი აღნიშნა, რომ ჩინურმა მხარემ ახალი კორონავირუსის უფრო ადრეული გავრცელების ნიმუშები აღმოაჩინა, რომელიც პირველ შემთხვევებს “რამდენიმე კვირით” უსწრებს. მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ვირუსი სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა და ის შეუმჩნეველი დარჩა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, სპეციალისტები ვუჰანში 14 იანვარს ჩავიდნენ, მას შემდეგ რაც ჩინეთში ჩაფრენისთანავე ორკვირიანი კარანტინი გაიარეს. სხვა ადგილებთან ერთად, ისინი იმყოფებოდნენ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში და ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე, სადაც ოფიციალური ვერსიით, ინფექციის ერთ-ერთი პირველი შემთხვევები აღირიცხა.