თურქეთი ისევ მკაცრ კარანტინს აცხადებს

ანკარაში პატივს მიაგებენ ჯანდაცვის მუშაკებს

თურქებს ხუთშაბათიდან უმეტესად შინ დარჩენა მოეთხოვებათ. 17 მაისამდე ქვეყანაში ძალაში შედის მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. განცხადება ამის თაობაზე პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ორშაბათს გააკეთა, მას შემდეგ რაც მთავრობის წევრებმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ითათბირეს. მიზეზად ერდოღანი კორონავირუსის ინფექციის ზრდას და სიკვდილობის მონაცემების მატებას ასახელებს.

ასევე ნახეთ: შეზღუდვები კრიტიკულია მესამე ტალღასთან ბრძოლაში - მერკელი

ქალაქებს შორის გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე აღარ მოხდება. სკოლები დაიხურება და სწავლა ონლაინ რეჟიმში გადავა. საჯარო ტრანსპორტის გამოყენებაც მკაცრად იზღუდება. მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შესაძენად და სასწრაფო სამედიცინო მომსახურებისთვის ექნებათ. გამონაკლისს მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და კვების მომსახურების სექტორის თანამშრომლები შეადგენენ.

ბოლო 24 საათში თურქეთში 37 312 დადასტურებული ინფიცირებული აღირიცხა. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 353 ადამიანი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს მსოფლიოში ინფიცირების რიგით მე-4 მაჩვენებელია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიკვდილობის მონაცემი 84-მილიონიან ქვეყანაში პანდემიის განმავლობაში 38 711-ს შეადგენს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი ვაქცინირებულ ამერიკელებს ამ ზაფხულს მოგზაურობის საშუალებას მისცემს