რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელგია დახურულ ზონად გამოცხადდა და კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელგიურმა ტელევიზიამ RTBF გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ბრძანება ძალაში რამდენიმე საათში 18 მარტს შევა და 5 აპრილამდე შენარჩუნდება.
ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ბელგია ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას. ქვეყნის შიგნით კი საკარანტინო წესები ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეების ქუჩაში გადაადგილებას შეეხება. გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ბელგიაში მყოფმა ადამიანებმა არ უნდა დატოვონ საცხოვრებელი სახლი.
ბელგიური მედიასაშუალების RTBF-ს გავრცელებული ინფორმაციის თანამად კონტროლს ქვეყანაში პოლიცია უზრუნველყოფს.