ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

135 ირანში, 345 იტალიაში - კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა იზრდება


ახალი კორონავირუსით დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ირანში მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში 135 ადამიანი დაიღუპა. გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სულ ირანში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 988 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია 16 169 ადამიანი.

ცნობილი ხდება ახალი მონაცემები იტალიიდანაც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში 345 ადამიანი დაიღუპა. კორონავირუსით კი დამატებით 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. სულ იტალიაში არსებული ინფორმაციით დაინფიცირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 2 500-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 000 ადამიანამდე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG