ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ციხიდან გაუშვეს


აფგან მუხთარლი გერმანიაში 3 წლის უნახავ შვილთან ერთად
აფგან მუხთარლი გერმანიაში 3 წლის უნახავ შვილთან ერთად

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ციხიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაათავისუფლა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით ჟურნალისტის ძმამ დღეს გაავრცელა. “ჩემი ძმა გაათავისუფლეს. იგი პირდაპირ აეროპორტში იქნა გადაყვანილი, საიდანაც გერმანიაში გაფრინდა“ - წერს რამაზან მუხთარლი.

მუხთარლი, 2015 წლიდან ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, საიდანაც 2017 წლის 29 მაისს ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და ფარულად აზერბაიჯანს გადასცეს..

ჟურნალისტი გატაცების ორგანიზებაში საქართველოს ხელისუფლებას და შსს-ს კრიმინალურ პოლიციას ადანაშაულებდა. მუხთარლის თქმით, პრემიერმა კვირიკაშვილმა ილჰამ ალიევის ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა კი ბრძანა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ჩავარდნა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

2018 წელს აზერბაიჯანის სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იგი "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა" და "არადეკლალირებული თანხის კონტრაბანდის ბრალდებით" გაასამართლეს.

„ის დაპატიმრებული იყო გამოგონილი ბრალდებებით და იმსახურებდა თავისუფლებას. აზერბაიჯანში ყველა პოლიტპატიმარი იმსახურებს თავისუფლებას“ - ასე გამოეხმაურა მუხტარლის გათავისუფლებას აზერბაიჯანის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მუსავატის“ ლიდერი არიფ ჰაჯილი.

2017 წლის ოქტომბრიდან სწორედ გერმანიაში ცხოვრობს აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა შვილთან ერთად. აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იხილავს.

პროტესტი თბილისში მუხტარლის გატაცების გამო, 2017
პროტესტი თბილისში მუხტარლის გატაცების გამო, 2017

Facebook Forum

XS
SM
MD
LG