ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს მოუწოდებს


ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს განმარტოს, თუ როგორ მოხვდა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში. ორგანიზაცია მოითხოვს აზერბაიჯანული მხარის მიერ ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან.

„მიუუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ არსებული ბრალდებები შემაშფოთებელია.

„სერიოზული ბრალდებებია. ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ბრალდებების გამო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასეა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და ველით მეტ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან. გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს გარემოებებს, მაგრამ ბრალდებები შემაშფოთებელია. ასე რომ, გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება“, - განაცხადა მან.

საქართველოში ცხოვრების დროს, აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების შესახებ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდნენ.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG