ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ “ქართული ასოციაცია ამერიკაში” ყოველწლიურ ღონისიებაზე ამერიკის ორ კონგრესმენს რესპუბლიკელ ტედ პოს და დემოკრატ გერი კონოლის საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის ორგანიზაციის ტრადიციული ჯილდო გადასცა. კონგრესმენები ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა:
“მე და კონგრესმენ პოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი ვართ. ჩვენ ერთიანი ვართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებული აფხაზეთისა და [სამხრეთ] ოსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
“მე ნატოს გენერალურ ასამბლშეი ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს წარმომადგენლებთან იქაც ვმუშაობ იმისთვის, რომ ნატოში ჩვენმა ყველა მოკავშირემ გაიგოს იმის მნიშვნელობა თუ რა ხდება საქართველოში.
“რომ გადახედოთ რა მოხდა იმ ომში [2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი] დაინახავთ იმის ჩანასახს თუ რა მოხდა შემდეგ ყირიმში და რა ხდება აღმოსავლეთ უკაინაში. ძალიან მნიშვნელოვანია - და ეს თქვენ, რუსეთის მეზობლებმა უფრო კარგად იცით ვიდე მე - რუსებმა გაიგონ, რომ არალეგალური ნიშნავს არალეგალურს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამას [ოკუპაციას] და რეაგირებას გავაკეთებთ იქამდე, სანამ სიტუაცია არ გადაიჭრება. ამ შემთხვევაში, ცხადია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას ვგულისხმობ."
კონგრესმენმა დასძინა, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი კოგრესშიც ვცდილობს საქართველოს საკითხის დაწინაურებას და კანონმდებლებისთვის საქართველოს რეალობაზე ინფორმაციის მიწოდებას. კონგრესმენები კონოლი და პო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ივლისში ჩავლენ.