ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რეგიონის ყველაზე წარმატებული ქვეყანა -ტედ პო


საქართველო ბოლო 25 წლის მანძილზე რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა - აცხადებს ამერიკელი კანონმდებელი ტედ პო. ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენმა საქართველოს მხარდამჭერი ვრცელი განცხადება გააკეთა.

ტედ პომ, რომელიც კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეა, ხაზი გაუსვა საქართველოს ლიდერობას დემოკრატიული გარდაქმნების საქმეში. მან ისაუბრა ბოლო რამდენიმე წელს მიღწეულ წარმატებებზე მედიის და ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფის სფეროში. ამერიკელმა კანონმდებელმა აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულ მოკავშირედ რჩება და აუცილებელია, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხში ამერიკის მხრიდან საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG