"დასავლეთის რეაქციის გამკაცრებას მტკიცებულებები და სიმამაცე დასჭირდება - ამბობს ბობ ჰამილტონი, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი და ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. მისი აზრით, ამ ეტაპზე ამერიკული მხარისგან ზედმეტი სიფრთხილე და არასაკმარისი სიმკაცრე შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს. საბოლოოდ კი ეჭვები არჩევნების სამართლიანობის შესახებ მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. „რაც უფრო ნაკლებ სანდო და ნაკლებ დემოკრატიულ პარტნიორად აღიქმება საქართველო დასავლეთისთვის, ის მით უფრო დაშორდება იმ ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც სურს. კრემლისთვის კი ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება" - ამბობს ჰამილტონი.
ამერიკის ხმა: საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან მთელი კვირის შემდეგაც მისი სამართლიანობისა და თავისუფლების შესახებ პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, რა პოლიტიკური შედეგის წინაშე დგას ახლა ქვეყანა?
რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი ვიცით იმაზე, რა მოხდა და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".
ბობ ჰამილტონი: ჩემი გადმოსახედიდან შეკითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, არათუ გამოიკვეთა, არამედ, უკვე გადაწყვეტილიცაა. უდიდესი რაოდენობის მტკიცებულებები - როგორც არჩევნების მახასიათებლებისა და ტენდენციების სტატისტიკური ანომალიების თაობაზე, ასევე - დოკუმენტირებული მანიპულაციები კენჭისყრის დღეს - იქნება ეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. „კარუსელი“, განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩეველთა დაშინება - [ეს ყველაფერი] საკმაოდ ნათელს ხდის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, ჩვენ, საქართველოს დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა ვიწყებთ ამ დასკვნამდე მისვლას.
რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს - ერთ მხარესაა პრეზიდენტი და როგორც ჩანს, ხალხის უმრავლესობა, და ოპოზიციური პარტიები. მეორე მხარეს კი - მთავრობა. როგორ წარიმართება ეს დაპირისპირება, ვფიქრობ ეს ეგზისტენციალური საკითხია, როგორც მთავრობის, ისე - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანი გადარჩება. ან მთავრობა შეძლებს, რომ თავისი გაიტანოს და შეძლოს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი საზოგადოება გაანადგუროს და საქართველო გახდეს კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, ან სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი, რომლის 70-80 პროცენტიც ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურს, გაიმარჯვებს რაღაც სახით, იმედია ძალადობის გარეშე. ახლა ეს პროცესი ჯერ ძალიან ახალი დაწყებულია და ვერ ვიტყვით, როგორ დამთავრდება.
- ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და შემდეგ უკვე თეთრმა სახლმაც, გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც მიუთითებენ, რომ დამკვირვებლებს არ უღიარებიათ ეს არჩევნები როგორც თავისუფალი და სამართლიანი, თუმცა ამან განსხვავებული შეფასებები და ინტერპრეტაცია გამოიწვია. ზოგის აზრით, ეს მხოლოდ შუალედური განცხადებაა, ზოგის აზრით კი - არასაკმარისად მკაცრი. ზოგი ამბობს, რომ ეს აღიარებაა, ზოგი კი - ამას პირიქით აღიქვამს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავიგოთ ეს შეფასებები?
- აქ ორი რამ ხდება: ვფიქრობ, სამწუხაროდ ერთი არის ერთგვარი მემკვიდრეობითი სიფრთხილე ამერიკულ დიპლომატიაში. მეორე კი ფაქტი, რომ ჯერ კიდევ მოლოდინის პროცესში ვართ, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვდეს და დამუშავდეს იმისთვის, რომ ამ არჩევნების საბოლოო და ფუნდამენტური შეფასებები გაკეთდეს.
გულწრფელად ვფიქრობ, რომ ზედმეტად ფრთხილები ვიყავით, და საქართველოს მთავრობის მიმართ არ ვაკეთებდით საკმარისად მკაცრ განცხადებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ესეც თამაშობს კვლავ გარკვეულ როლს.
თუ ეს შედეგები ასე დარჩება, ეს საქართველოს მზარდი იზოლაციის პოზიციაში ჩააყენებს ნატოსთან და ევროკავშირთან და ყველა იმ პარტნიორთან მიმართებით, ვისზეც ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობა სურს".
რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის განცხადებას, სამწუხაროდ ის 1-2 წინადადება, რომელიც საერთაშორისო მედიის თუ სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში მოექცა, უფრო ორაზროვანი იყო, ვიდრე - მთელი განცხადება. მთელი განცხადება ალბათ უფრო ცალსახა და პირდაპირი იყო. იყო მოწოდება-გაფრთხილება საქართველოს მთავრობისთვის, რომ უნდა მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას. თუმცა ის წინადადება გაცილებით უფრო ორაზროვანი იყო: „მოვიცადოთ და ვნახავთ“ - ამგვარი მიდგომით.
მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოდნავ უფრო მკაცრად განმარტა ეს შეფასება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმ ფაქტს ასახავს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მეტი რამ ვიცით იმაზე, რა მოხდა არჩევნებამდე და უშუალოდ კენჭისყრის დღეს. და უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
Your browser doesn’t support HTML5
- ანუ ფიქრობთ, რომ ამ განცხადებების შინაარსი ან ტონი შეიძლება შეიცვალოს კიდეც?
- ვიმედოვნებ, რომ შეიცვლება, რადგან როგორც გითხარით, ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების რაოდენობა მიუთითებს ამაზე. საკმაოდ კარგი სტატისტიკური მეთოდები გვაქვს საიმისოდ, რომ დავასკვნათ, რომ ანომალიები დაფიქსირდა. ეს მეთოდები მიუთითებს, რომ იყო ნორმალურისგან გადახვევა, უჩვეულო ტენდენციები თუ მონაცემები და ცხადი ხდება, რომ იქ რაღაც არ იყო ნამდვილი. ამის ყველაზე შესაძლო მიზეზი კი მანიპულაციაა. ხმების ჯამით მანიპულაცია.
ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” გარკვეულწილად კრემლის აგენტივით მუშაობდა. კრემლს სურდა, რომ ის ძალაუფლებაში დარჩენილიყო. თუმცა აუცილებელი არაა, რომ მას პირდაპირი, უშუალო ჩარევა მოეხდინა, "ოცნება" ამას თავადაც აკეთებდა კრემლის ნაცვლად".
ასევე, კადრებში აღბეჭდილი შემთხვევები ყუთში ბიულეტენების ჩაყრა იქნება ეს, ამომრჩეველთა დაშინება, კარუსელი თუ სხვა რამ. ვიცით, რომ ეს ყველაფერი მოხდა. იყო თუ არა ეს იმ მასშტაბის, რომ მოპარულ არჩევნებად შეფასდეს, ვფიქრობ ამის გაგებას ცდილობს ახლა ხალხი. ექნებოდა “ქართულ ოცნებას” ის შედეგები, ის 54%, რაც ცესკომ გამოაცხადა, არჩევნები რომ უნაკლოდ თავისუფალი და სამართლიანი ყოფილიყო? ვცდილობთ, გავიგოთ რა იყო გაყალბებისა და მანიპულაციის რეალური მასშტაბი და რამდენად მოახდინა ამან გავლენა იმაზე, რაც ოფიციალური შედეგია. ამის შემდეგ კი ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს მოვისმენთ.
- და რა იქნება გადამწყვეტი, რა შეცვლის ამ ტონს ან შეფასებებს - მეტი მტკიცებულება ან უფრო დამაჯერებელი მტკიცებულება ქართული ოპოზიციის მხრიდან თუ დასავლელი ლიდერების მზაობა, ეს გააკეთონ?
- ჩვენ არ გვინახავს მილოცვებიც. გარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, კიდევ 1-2 ქვეყნის და რა თქმა უნდა უნგრეთის, ორბანის, რომელმაც მთავრობას გამარჯვება მანამდე მიულოცა, სანამ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდებოდა. ცხადია, ეს პრობლემურია. მაგრამ რაც შეეხება იმას, რა იქნება მამოძრავებელი დასავლეთის რეაქციისთვის, ვფიქრობ რაღაც ეტაპზე ორი რამ გადაიკვეთება - მტკიცებულებები და ლიდერების გამბედაობა. ვიმედოვნებ, რაც უფრო მეტი მტკიცებულება შემოვა, ხალხსაც მეტი გამბედაობა მიეცემა იმის სათქმელად, რაც ჩემი აზრით, ვიცით, რომ სიმართლეა. ესაა ის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
- და სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ან ყველაფერი გაირკვევა და საბოლოო შეფასებებს მოვისმენთ, რა ვითარება იქმნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის საერთაშორისო არენაზე, ან პარტნიორებთან ხელისუფლების ურთიერთობის კუთხით მაშინ, როდესაც შედეგების ლეგიტიმაციის კუთხით კვლავ ბუნდოვანება არსებობს და გამოძიების მოწოდებები გვესმის?
- ეს შექმნის მზარდი იზოლაციის მდგომარეობას ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებისა და ინსტიტუტებისგან, რომელთა წევრობაც საქართველოს სურს, და მთავრობაც კვლავ აცხადებს, რომ ესაა მისი მიზანი. ხალხი, მტკიცედ უჭერს მხარს ამ ინსტიტუტების წევრობას.
თუ ეს შედეგები ასე დარჩება, ეს საქართველოს მზარდი იზოლაციის პოზიციაში ჩააყენებს ნატოსთან და ევროკავშირთან და ყველა იმ პარტნიორთან მიმართებით, ვისზეც ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობა სურს. ამან შესაძლოა, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან, უნგრეთთან და სულ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან. მაგრამ არა მათთან, საითკენაც საქართველო ამბობს, რომ სურს წავიდეს - ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისკენ, ევროინტეგრაციისკენ,
ასევე ნახეთ: რას ამბობს ვაშინგტონი და რატომ?- წინა საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. ოპოზიცია ახალი მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობდა. მოლაპარაკებები, ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობითაც კი, თვეების განმავლობაში გაგრძელდა. ვის მხარესაა ახლა დრო და ვისთვის უფრო ხელსაყრელია ახლა ეს ბუნდოვანება?
- საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად - ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად. და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის.
რუსეთის “მოდუს ოპერანდი”, მისი მოქმედების მეთოდი მისი ყველა მეზობლის მიმართ, ვინც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას თავის მიზნად ასახელებს, არის რომ ან დაარწმუნოს ისინი - სამხედრო შეჭრის გზით, კორუფციის ან დიპლომატიური, პოლიტიკური წნეხის გზით, რომ უარი თქვან ამ მიზანზე. ან თუ ამაზე ვერ დაითანხმებს, მაშინ რუსეთის მიზანია მათი დესტაბილიზება, ისე, რომ ისინი აღარ იყვნენ მიმზიდველი კანდიდატები დასავლური ინსტიტუტებისთვის.
ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია, ასე რომ მთავრობას არ შეუძლია თქვას, რომ ეს არაა მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, მაგრამ დე ფაქტო, მისი ქმედებები ნათელს ხდის, რომ ეს ასეა.
ამას ვხედავთ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რაღაც ფორმით რუსეთი [სულ] ცდილობდა საქართველოსთვის დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადაეხვევინა.
ახლა ის ფიქრობს, რომ არის მთავრობა, რომელმაც ახლა, დე ფაქტო, უარი თქვა დასავლური ინტეგრაციის მიზანზე, რომ ახლანდელი მთავრობა თბილისში არ ესწრაფვის ამ მიზნის განხორციელებას. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია, ასე რომ მთავრობას არ შეუძლია თქვას, რომ ეს არაა მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, მაგრამ დე ფაქტო, მისი ქმედებები ნათელს ხდის, რომ ეს ასეა. ამით კრემლის წარმომადგენლები ბედნიერნი არიან.
- ჩვენ ვნახეთ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსული ინფილტრაციის თუ კიბერთავდასხმების შესახებ. რუსეთის დაზვერვის სამსახურები ბოლო დროს აქტიურად აცხადებდნენ, რომ ვაშინგტონს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ სქემა აქვს შემუშავებული. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ დასავლელი ლიდერები, მათ შორის ამერიკული მხარე არაერთხელ დაადანაშაულა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის წახალისებასა თუ დაფინანსებაში. როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა რუსეთს ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ან არჩევნების დღეს თუ მის შემდგომ რაიმე როლი და თუ კი, რა შეიძლება ეს იყოს?
- ძნელი სათქმელია, სცადა თუ არა რუსეთმა პირდაპირ არჩევნებში ჩარევა და ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამის რაღაცნაირად შეცვლა, ეს რთული იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ეს დასჭირვებოდათ. იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების მანიპულირებას მოახდენდა ისე, რომ საკუთარი თავი ისევ აერჩიათ. ასე რომ, ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” გარკვეულწილად კრემლის აგენტივით მუშაობდა. კრემლს სურდა, რომ ის ძალაუფლებაში დარჩენილიყო. თუმცა აუცილებელი არაა, რომ კრემლს პირდაპირი უშუალო ჩარევა მოეხდინა.
მაგალითად, მოლდოვის არჩევნებში, ვიცით, რომ რუსეთმა ამ არჩევნებში 300 000 ამომრჩევლის მოსყიდვა სცადა პრორუსი ოლიგარქის მეშვეობით. ვიცით, რომ მათ პირდაპირი ჩარევა სცადეს და გავლენაც მოახდინეს შედეგზე, ევროკავშირთან დაკავშირებული რეფერენდუმი ძალიან მცირე უმრავლესობით დასრულდა. საქართველო განსხვავებული შემთხვევა იყო. მათ ჰყავდათ მთავრობა, რომლითაც ძალიან კმაყოფილნი არიან და არ მგონია კრემლისთვის გონივრული ყოფილიყო არჩევნებში პირდაპირი ჩარევა, რადგან "ქართული ოცნება" ამას თავადაც აკეთებდა კრემლის ნაცვლად.
ასევე ნახეთ: ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა საქართველოს არჩევნებში?- თქვენ თქვით, რომ არჩევნების შედეგების ნამდვილობასთან დაკავშირებული ეჭვები ხელისუფლებას მზარდი იზოლაციის საფრთხეს უქმნის, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობაშიც. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს საქართველოსთვის თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობისთვის?
- თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ამერიკასთან, ნატოს და ევროკავშირის წევრ სხვა პარტნიორებთან, პრაქტიკულად გაჩერებულია. ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი გაყინულია. სამხედრო წვრთნები, რომელიც ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდებოდა, ასევე გაჩერებულია. ეს ყველაფერიც კრემლისთვის ძალიან მოსაწონია. მას სურს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეს ნატოსთან. მართალია, ტექნიკურად საქართველო კვლავ კანდიდატი ქვეყანაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად, საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ალიანსის წევრები, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ 2018-2019 წლების შემდეგ ის ალიანსსა და მის წევრობას უფრო და უფრო შორდებოდა. ახლა კი ეს საუკეთესო შემთხვევაში, შორეულ ოცნებად გამოიყურება.