ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილითა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

ჩინეთის პრემირ-მინისტრი, ლი კეციანი ქალაქ ვუჰანს ეწვია. ვუჰანი კორონავირუსის გავრცელების ადგილია. პრემიერი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ახლანდელი ინფორმაციით, ჩინეთში ვირუსით გარდაცვლილების რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

ქალაქი ვუჰანი და რამდენიმე სხვა ქალაქი ჩინეთში ახლა იზოლირებულები არიან. მთავრობა ცდილობს ამ გზით თავიდან აიცილოს ვირუსის გავრცელება.

კვირას უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს და ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული დასვენების დღეები მხოლოდ 3 დღით გაახანგრძლივეს, რათა თავიდან აიცილონ მასობრივი თავშეყრები.

ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, ქვეყანაში კორონავირუსის 2,700-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსის დადასტურებული შემთხვევებია ამერიკაში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, მალაიზიაში, ვიეტნამში, ნეპალში, მაკაოში, პორტუგალიაში,სინგაპურსა და ტაივანში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინფიცირებულები არიან ისინი, ვინც ვუჰანში იმყოფებოდა, ან ადამიანები, ვინც მათ ეკონტაქტებოდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.