1990-იანი წლების მსგავსად, ჩინეთი სამხედრო წარმოებას პრიორიტეტს ხდის და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის განეიტრალებას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. სპეციალურ საგამოძიებო მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო არმია აქტიურად მუშაობს შეიარაღების გასაძლიერებლად.
ჩინეთის საზღვაო ძალებმა შექმნა ორი ტიპის "075" ამფიბიური ხომალდი, რომელიც ე.წ. შუბს წარმოადგენს საზღვაო შეიარაღებაში და ჩინეთის არმიის ძალის დემონსტრირებას ახდენს. ხომალდების ძირითადი დანიშნულება შორეულ კონფლიქტებში მონაწილეობაა.
დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ სატელიტური ფოტოებით მიღებული მასალებით და მათი გარჩევით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხომალდი 40 000 ტონიანია და მას მასზე შესაძლებელია 900 ჯარისკაცის და მძიმე სამხედრო აღჭურვილობის განთავსება. როგორც ცნობილია, ხომალდს შეუძლია 30 სამხედრო ვერტმფრენის გადაყვანა, მოგვიანებით კი ხომალდი შეძლებს ჩინური ავიაგამანადგურებლების გადაზიდვას.
პირველი სამხედრო ხომალდი "075" მოქმედებაში გასული წლის სექტემბერში ჩაეშვა, მომდევნო კი აპრილში. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ ვერსიას ეყრდნობა. როგორც ცნობილი ხდება, კიდევ ერთი სამხედრო ხომალდის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. ჩინეთის სახმედრო მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ახალი გემი გაცილებით ძლიერი და კომპლექსური იქნება.
ოფიციალური მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჩინეთი აქტიურად ზრდის საკუთარ შეიარაღებას, მას ამ დრომდე არ გააჩნია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ძლიერი სამხედრო შეიარაღება.
ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, სახმხედრო დაპირისპირების შესაძლებლობაც იზრდება. საუბარია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განვითარებულ პროცესებზე, რომლებზეც გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისაუბრა.
ასევე ნახეთ: ტაივანის პრეზიდენტი ჩინეთის გამო თავდაცვის გაძლიერების პირობას დებსპომპეო ამბობს, რომ მსოლფიო ჩინეთს არ მისცემს უფლებას რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა საკუთარი იმპერიის ნაწილად გამოიყენოს. მეტიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ჩინეთის ქმედებები უკანონოა, ხოლო ოფიციალური პეკინის განცხადებები "გაუმართლებელი."
მაიკ პომპეოს განცხადებამდე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განვითარებული პროცესების შესახებ ჩინეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "სტაბილურობის შენარჩუნების საბაბით, ამერიკის შეერთებული შტატები კუნთებს ათამაშებს და დაძაბულობას აღვივებს."
ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებსმანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა. მოგვიანებით წვრთნები ზღვაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გამართა. თუმცა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ წვრთნები ჩინეთის მიერ ჩატარებული წვრთნების საპასუხოდ არ ჩატარებულა.
წვრთნების დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ ჩინეთი რეგიონში დაძაბულობას ქმნის. ჩინეთს ამერიკასთან ერთად აკრიტიკებს ვიეტნამი და ფილიპინები.
ასევე ნახეთ: აშშ-ის წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაშისამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. ჩინეთს კი აქვს პრეტენზია, რომ ზღვის დიდი ნაწილი მას ეკუთვნის, თუმცა ამავე ზღვაზე ტერიტორიული პრეტენზია აქვთ ვიენტამს, ტაივანს, მალაიზიას, ფილიპინებსა და ბრუნეის.