ჩინეთის ფინანსურმა მარეგულირებლებმა მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესი ინვესტორი მომავალ კვირას იშვიათ სიმპოზიუმზე მიიწვიეს. ეს ინფორმაცია სააგენტო „როიტერს“ სამმა წყარომ დაუდასტურა. სიმპოზიუმის მიზანი, პეკინის მხრიდან ინვესტორების წახალისებაა, რომ მისი ბოლოდროინდელი სისუსტისა და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მსოფლიოს სიდიდთ მეორე ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება განაგრძონ.
ასევე ნახეთ: ნატო ჩინეთს აკრიტიკებს, პეკინი მკაცრი საპასუხო ნაბიჯებით იმუქრებამომავალ პარასკევს პეკინში დაგეგმილი შეხვედრა ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული დოლარით დენომინირებული საინვესტიციო ფირმების მიმდინარე მდგომარეობაზე და მათ წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე.
პეკინის მიერ ორგანიზებულ ამ შეხვედრას ფონად გასდევს გაფრთხილება, რომელსაც გლობალური საინვესტიციო ფონდები და ბანკები ავრცელებენ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების და მის მიმართ ნდობის შესუსტების შესახებ.
პოსტ-პანდემიური ეკონომიკური ზრდა ჩინეთში შენელებულია და ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ბოლო დროს დაბალ დონეზეა. ამას თან ერთვის შეერთებული შტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებზე და ჩინეთის სახელმწიფო ინდუსტრიის მიმართ ექსპორტის აკრძალვები და შეზღუდვები.