ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში საბავშვო ბაღში თავდასხმას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ჩინეთის სამხრეთში ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ საბავშვო ბაღში თავდასხმისას, თავდამსხმელმა ექვსი ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა.

მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვი, ორი მშობელი და მასწავლებელია. თავდამსხმელმა სასიკვდილო ჭრილობები მათ დანით მიაყენა. თავდასხმა გუანდონის პროვინციაში, ქალაქ ლიანციანში, დილის 7:40 საათზე მოხდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ 25 წლის ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ჩინეთს იარაღის კონტროლის მკაცრი რეჟიმი აქვს. თუმცა ბოლო წლებში, ქვეყანაში რამდენიმე მასობრივი თავდასხმა მოხდა, მათ შორის, სკოლებში.

2022 წლის აგვისტოში, კიდევ ერთ საბავშვო ბაღში, ქვეყნის სამხრეთ პროვინცია ძიანსიში, თავდამსხმელმა სამი ადამიანი მოკლა და ექვსი დაჭრა.

2021 წლის აპრილში, გუანსიპროვინციაში, საბავშვო ბაღში თავდასხმის დროს მამაკაცმა ორი ბავშვი მოკლა და 16 ადამიანი დაჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG