მას შემდეგ რაც დასავლეთის მთავრობებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ისინი ბრიტანეთის ყოფილ კოლონიასთან ჰონგ-კონგთან, ექსტრადირების შეთანხმებას აუქმებენ, პეკინმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა.
დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილების მიზეზი, პეკინის მიერ ქალაქის ავტონომიის უფრო და უფრო შეზღუდვა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის უსაფრთხოების კანონის გავრცელება გახდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა აჩერებს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს ბრიტანეთთან, კანადასთან და ავსტრალიასთან.
საუბარია შეთანხმებებზე, რომელიც ჰონგ-კონგსა და ამ ქვეყნებს შორის, სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებას.
ასევე ნახეთ: წარწერა „გაათავისუფლე ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ სეპარატიზმის და ტერორიზმის ბრალდების საფუძველი გახდაშეთანხმების შეჩერებას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს.
ჰონგ-კონგში ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების შესახებ ჩინეთის კანონმდებლობა ამოქმედდა. კანონის მიღებას ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი ჩინეთის კრიტიკას აძლიერებსახალი კანონმდებლობა, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს საშუალებას ჰონგ-კონგში იმოქმედონ „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის“ მიზნით. ის მკაცრად ზღუდავს პროტესტს და ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკას. მის თანახმად, ქვეყნისგან გამოყოფის, გადატრიალების, ტერორიზმის თუ უცხო ქვეყნის მთავრობასთან შეთქმულების ფაქტები სამუდამო პატიმრობით დაისჯება.
კანონი მიღებას კრიტიკა მოჰყვა, არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდანაც.