2023 წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა გასული წლის მსგავსად, კვლავ შემცირდა. მიმომხილველების შეფასებით, შობადობის რეკორდული კლების მიზეზთა შორის კოვიდ-19-ის სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი და ამ ტალღით გამოწვეული მკაცრი შეზღუდვებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამას ეკონომიკური ზრდის პოტენციალზეც გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.
ასევე ნახეთ: საქართველო შესაძლოა "ჩინეთის ვალების მახეში" აღმოჩნდესჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით, 2023 წელს, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2.08 მილიონით, - 0.15%-ით შემცირდა და 1.409 მილიარდი შეადგინა.
ეს მონაცემები ბევრად აღემატება 2022 წელს დაფიქსირებულ კლების მაჩვენებელს. 1961 წლიდან, მაო ძედუნის ეპოქის დიდი შიმშილობის პერიოდიდან პირველად, 2022 წელს ჩინეთის მოსახლეობას კლებამ - 850 000 შეადგინა.
გრძელვადიან პერსპექტივაში, გაეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2050 წლისთვის, ჩინეთის მოსახლეობა 109 მილიონით შემცირდება. ამ პროგნოზის მონაცემები სამჯერ აღემატება იმავე ექსპერტების მიერ, 2019 წელს გაკეთებულ გათვლას.
2023 წელს, ჩინეთის 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 21.1%-ს შეადგენს.
2022 წელთან შედარებით, გაზრდილია სიკვდილობის მაჩვენებელიც. გასულ წელს, ყოველ 1 000 ადამიანზე 7-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა. 2022 წელს, ეს მაჩვენებელი მცირედით ნაკლები იყო.