ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულებისთვის საავადმყოფო გაიხსნა

ახალი, 1 000 საწოლიანი საავადმყოფო გაიხსნა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კორონავირუსით დაავადებულებისთვის. ამ დროისთვის, ჩინეთში ვირუსით 17,200 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ დაავადებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ისინი ათასობით პაციენტის დიაგნოზის დადასტურებას ელოდებიან.

ჩინეთის გარდა, ვირუსის, 150-მდე შემთხვევა დაფიქსირდა 23 სხვა ქვეყანაში. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსის გამო, გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში კვირას აღირიცხა.

ჩინეთის მთავრობა ვირუსის ახალი აფეთქებების პრევენციის მიზნით, კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობას კრძალავს. კარანტინი გამოცხადდა ეპიდემიის ცენტრში, ასვეე გაახანგრძლივეს საახალწლო დასვენების დღეები.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკამ, რუსეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს და ჩინეთში გამგზავრება აკრძალეს.