ჩინეთი ევროპელი ტურისტების ნაწილისთვის სავიზო მოთხოვნას აუქმებს

ჩინეთი დროებით აუქმებს სავიზო მოთხოვნას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებისთვის. მათ ქვეყანაში სტუმრობისთივს ვიზა აღარ დასჭირდებათ.

წელს, 1 დეკემბრიდან მომავალი წლის 30 ნოემბრამდე, ის მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში ბიზნეს საქმიანობისთვის, ტურიზმისთივს, ახლობლების მოსანახულებლად შევლენ თუ სხვა ქვეყანაში ტრანზიტისთვის მაქსიმუმ 15 დღით დაყოვნდებიან, სავიზო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა - შედეგები და მოლოდინები

კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ, ჩინეთი ცდილობს მაქსიმალურად წაახალისოს ტურიზმი, საერთაშორისო ფრენები და ა.შ. კოვიდ-19-ის გავრცელების შემზღუდავი უმკაცრესი ზომების შემდეგ, სექტორი ძალების აღდგენას ცდილობს.

მთავრობა ასევე ცდილობს გაიუმჯობესოს საერთაშორისო იმიჯი, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებთან არაერთი პრობლემური საკითხის თაობაზე არსებული დაპირისპირების ფონზე, იქნება ეს პანდემია, ადამიანის უფლებები, ტაივანი თუ ვაჭრობა.

"პიუს კვლევითი ცენტრის" ბოლო გამოკითხივთ, რომელიც 24 ქვეყანაში ჩატარდა, ჩინეთის იმიჯი, მეტწილად, უარყოფითია. ზრდასრულ მოქალაქეთა 67% ნეგატიურ განწყობას გამოხატავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევა და სხვების ინტერესებს ანგარიშს არ უწევს.

ჩინეთმა, ამ თვვეში, სავიზო მოთხოვნისგან გაათავისუფლა 54 ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ნორვეგიისაც. აგვისტოში კი კოვიდ-ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა შიდა მოთხოვნაც გაუქმდა. აღდგა სინგაპურისა და ბრუნეის მოქალაქეებისთვის 15-დღიანი უვიზო რეჟიმიც.