დაუსახლებელ კუნძულებზე ორი ქვეყნის მეტოქება გრძელდება
ჩინეთი იაპონიას სადავო კუნძულების გარშემო დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იაპონიას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ავიაციის მანევრების შეწყვეტისკენ მოუწოდა. იაპონიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ავიაცის მანევრირება მარტში დასრულდა და ეს იყო პასუხი ჩინეთის ავიაცის მოქმედებაზე. დიაოს იგივე სენკაკუს დაუსახლებელი კუძულები ჩინეთსა და იაპონიას ორი ხანგრძლივი დავის საგანია.