იაპონიის პრემიერ მინისტრი, იოშიჰიკო ნოდა აცხადებს, რომ სადავო კუნძულების საკითხთან დაკავშირებით ჩინეთთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას ნოდამ, ასევე, დაიცვა მთავრობის მიერ ბოლო დროს შესყიდული აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები, რომელსაც იაპონიაში სენკაკუს სახელით იცნობენ.
იოშიჰიკოს განცხადებით, კერძო მესაკუთრისგან სენკაკუს კუნძულების შესყიდვა იაპონიის კანონმდებლობით ლეგალური იყო და სტაბილურ მენეჯმენტს ითვალისწინებდა.
სადავო კუნძულების თემამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამოიწვია, რასაც ჩინეთში ანტი-იაპონური საპროტესტო აქციები მოჰყვა.