დღეს იაპონიის მთავრობამ თხუტმეტი სამხედრო თვითმფრინავი გააგზავნა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო კუნძულებზე. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის უფროსმა, ოსამუ ფუჯიმურამ განაცხადა, რომ თვითმფრინავების მობილიზება იმ ფაქტზე საპასუხო რეაქციაა, რომლის დროსაც ჩინურმა თვითმფრინავმა სადავო კუნძულების საჰაერო სივრცე დაარღვია.
იაპონიის მთავრობამ ზემოაღნიშნული ფაქტი ჩინეთის ავიაციის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევად შეაფასა.ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავი პატრულირების რეგულარულ მისიას ასრულებდა.
სექტემბერში იაპონიამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის კუნძულები კერძო მფლობელისგან შეიძინა, რის შემდეგაც ჩინეთის თვითმფრინავები სადავო ტერიტორიის საფრენ ზონაში რეგულარულად პატრულირებენ.