ჩიენთი აცხადებს, რომ ამერიკიდან შეტანილ, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტზე ტარიფებს გაზრდის. ეს ამერიკის მხრიდან ჩინურ ექსპორტზე დაწესებული მსგავსი ტარიფების საპასუხო მოქმედებაა.
პეკინი ამერიკული წარმოების 106 პროდუქტზე, რაშიც სოიო, თვითმფრინავები და მანქანები შედის, ტარიფებს 25 პროცენტით გაზრდის.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ტარიფების გაზრდის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის მიერ ტარიფების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 11 საათში გაავრცელა. სამინისტრო აცხადებს, რომ ტარიფები ძალაში მაშინ შევა, როცა ამერიკა აამოქმედებს ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს.
ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობამ, სააგენტომ, რომელიც ამერიკის ვაჭრობას არეგულირებს, 1300 დასახელების ჩინური წარმოების პროდუქტი ტარიფების 50 მილიარდი დოლარით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება სამშაბათს გაასაჯაროა. ამ პროდუქტების ჩამონათვალში საავიაციო და კოსმოსის ინდუსტრია, სამედიცინო სფერო და კომპიუტერული ტექნოლოგია შედის.