სავაჭრო ომის დაწყების შიშმა გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია, რასაც ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჭრობის სფეროში მთავარი მრჩევლის გადადგომა მოჰყვა.
ტრამპის ადმინისტრაციაში გარი კონი ლითონის იმპორტზე 25 და ალუმინის იმპორტზე 10 პროცენტიანი ტარიფის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის და გამეტარებინა ამერიკელი ხალხის სასარგებლო ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკა”, თქვა კონმა განცხადებაში, რომელიც თანამდებობის დატოვებისას გააკეთა.
კონმა, როგორც ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, არაერთხელ სცადა პრეზიდენტი ტრამპი დაერწმუნებინა, რომ ტარიფების დაწესებას უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლითონის იმპორტზე ტარიფებს რამდენიმე დღეში დააწესებს.
Facebook Forum