ექვსი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა ორშაბათს ჩიკაგოს პრესტიჟულ გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, ოთხი ივლისის აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად. თავდამსხმელი შენობის სახურავიდან ისროდა. 4 ივლისს ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ოფიციალურმა პირებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 24 კი - საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს იარაღიც. "სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ ეჭვმიტანილს; ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი", - იტყობინება ჰაილენდ პარკის ადმინისტრაცია თავის ვებსაიტზე.
ასევე ნახეთ: პოლიცია: დანიის სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლა "ტერაქტი" არ იყო”ადგილზე ბევრი სამართალდამცავია მობილიზებული და ჰაილენდ პარკის ცენტრში პერიმეტრს იცავს“ , - ნათქვამია განცხადებაში. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და იძებნება. პოლიცია ჰაილენდ პარკის მაცხოვრებლებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ.
ასევე ნახეთ: ამერიკა 246-ე დაბადების დღეს აღნიშნავსამ სროლამდე ამერიკაში მასობრივი მკვლელობა მოხდა 24 მაისს ტეხასში, ქალაქ უვალდეს სკოლაში. სკოლაზე თავდასხმას სკოლის 19 მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. ხოლო 14 მაისს 10 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში მომხდარი სროლის შედეგად.