ფლორიდას მე-3 კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა თავს

სანაპიროს ფეხით სავალი ნაწილი ქ. ქლიარვოტერში, ფლორიდის შტატი. აშშ. 30 აგვისტო, 2023 წ.

ფლორიდის შტატის ნაპირებზე დამანგრეველი ქარებითა და კოკისპირული წვიმებით ქარიშხალი "იდალია" მძვინვარებს. მას მეტეოროლოგებმა მესამე, "უკიდურესად სახიფათო" შტორმის კატეგორია მიანიჭეს.

ამერიკის სამხრეთით მდებარე შტატში მილიონობით ადამიანი ევაკუირებულია და თავშესაფრებში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ მექსიკის ყურის გასწვრივ, სანაპიროებზე წყალდიდობა 5 მეტრს მიაღწევს.

ქარი კრეიტონ-ბიჩზე, სანაპიროზე, რომელიც შტატის დედაქალაქ ტალაჰასიდან დაახლოებით 121 კილომეტრში მდებარეობს, დილის 7:45 საათზე ამოვარდა. იქ დღეს ქარის სიჩქარე საათში 125 კილომეტრს აღწევს.

"ის ახლა უკვე ტეილორის ოლქში მძვინვარებს. იმედია ყველა უსაფრთხოდაა", - უთხრა "როიტერს" სანაპირო ოლქის კომისარმა ჯეიმი ინგლიშმა. "ქარი მძვინვარებს. ყველგან ელექტროენერგიის საშინელი გამორთვა ხდება. ყველგან ნამსხვრევები დაფრინავს", - ამბობს ის.

ასევე ნახეთ: ფლორიდაში ქარიშხალ „იდალიას“ ელოდებიან