კატალონიის ლიდერი: "ავტონომიის გაუქმება კრიზისს გააღრმავებს"

კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუიგდემონტი ამბობს, რომ ესპანეთის მთავრობა კატალონიის რეგიონში შექმნის კრიზისს გააღრმავებს თუკი რეგიონს ავტონომიას ჩამოართმევს.

გუშინ სენატისადმი მიწერილ ღია წერილში კატალონიის ლიდერი სენატს კატალონიელი ხალხისთვის პირდაპირი და დაუყოვნებელი შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

“კატალონიის ავტონომიის გაუქმებით, ესპანეთის მთავრობა კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, რომელსაც თავად ცენტრალური მთავრობა სერიოზულს და უჩვეულოს უწოდებს,” ნათქვამია პუიგდემონტის ღია წერილში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს კატალონიელი ლიდერი საჯარო განცხადებასაც გააკეთებს. არსებობს მოლოდინი, რომ პირველი ორქტომბრის რეფერენდუმზე დაყრდნობით, ის კატალონიის დამოუკიდებლობას ოფიციალურად გამოაცხადებს.