ბირმას პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

დღეს ბირმაში მუშაობა დაიწყო პარლამენტმა, სადაც დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მისი პარტიის წევრებიც არიან არჩეული. თუმცა,დემოკრატიის ეროვნული ლიგა უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე ვიდრე დეპუტატების ფიცის ტექსტი არ შეიცვლება. აუნ სან სუ ჩის მოძრაობის განცხადებით ისინი არ დაიფიცებენ იმ კონსტიტუციაზე, რომელიც სამხედრო ხუნტის მიერ არის შექმნილი. ამავდროულად ,ევროკავშირმა ბირმის მიმართ ერთი წლით შეაჩერა გრძელვადიანი სავაჭრო-ეკონომიური სანქციები, რაც ქვეყნაში მიმდინარე პოლიკური რეფორმების საპასუხო ნაბიჯია.