ბირმაში დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილმა სიმბოლომ აუნ სან სუ ჩიმ დღეს გამართულ არჩევნებზე ბირმის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატის ადგილი მოიპოვა. სან სუჩი უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე შიდა პატიმრობას იხდის.
დემოკრატიის ეროვნული ლიგა ბირმის ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონში იყრიდა კენჭს. დღეს საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე ხანში ცნობილი გახდა, რომ სან სუ ჩის ლიგამ ორი მოპაექრე პარტია მნიშვნელოვანი განსხვავებით უკან ჩამოიტოვა და პარლამენტში ადგილი მოიგო.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის გაიმარჯვა თუ არა დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ბირმის სხვა რეგიონებშიც. მთავრობა არჩევნების შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებს.