კვირას, 27 ოქტომბერს ბულგარელები კიდევ ერთ რიგგარეშე არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ბოლო ოთხ წელიწადში უკვე მეოთხე არჩევნებია, რომელიც ძალზე დანაწევრებული პოლიტიკური ლანდშაფტის ფონზე იმართება.
ბულგარულმა პარტიებმა აქამდე ვერ შეძლეს სტაბილური კოალიციის შექმნა, რის გამოც არჩევნების შედეგების მიმართ, ამომრჩევლების მხრიდან თანდათან უფრო მეტი აპათია შეინიშნება.
ბულგარეთი, ევროკავშირის უღარიბესი წევრი და მისი ერთერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო 2020 წლიდან მთავრობების მუდმივი ცვლის წინაშე იდგა. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მექრთამეობის საწინააღმდეგო პროტესტების დახმარებით, მემერჯვენე-ცენტრისტული "გერბ" პარტიის კოალიციის დამხობა მოხდა.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რომელიც დღეს, 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა, არჩევნებზე გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი კვლავ არ ჰყავთ. არჩევნებზე არც ელექტორატის დიდ აქტიურობას მოელიან. წინასწარი მონაცემებით, მასში ამომრჩეველთა მხოლოდ 30 პროცენტი აპირებს მონაწილეობის მიღებას, რაც საბჭოთა კოალიციის დაშლის შემდეგ, ბულგარეთისთვის ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებელი იქნება.
საარჩევნო უბნები კვირას, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დაიხურება. საბოლოო შედეგი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოცხადდება.
ასევე ნახეთ: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ შეუერთდნენ