ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი ევროკავშირს მისი მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მისი კაბინეტის დამხობის და „მარიონეტული მთავრობის“ დანიშვნის მცდელობაში დაადანაშაულა.

14-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ორბანი ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტია, რომელსაც ახალბედა პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს, გამოკითხვებში მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას იღებს. პრემიერ-მინისტრმა თავის მხარდამჭერებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იმ აჯანყების წლისთავზე მიმართა, რომელიც წითელმა არმიამ ჩაახშო.

უნგრეთის პრემიერმა, რომელიც არაერთხელ დაუპირისპირდა ევროკავშირის ლიდერებს, ამ თვის დასაწყისში ევროპარლამენტში თქვა, რომ უკრაინაში ომისა და მიგრაციიის მიმართ მისი სუვერენული პოლიტიკა ბრიუსელისთვის მიუღებელია.

”ჩვენ ვიცით, რომ მათ სურთ გვაიძულონ ჩავერთოთ ომში (უკრაინაში), რომ მათ უნდათ თავიანთი მიგრანტები ჩვენ მოგვახვიონ თავს და ჩვენი შვილები გადასცენ [მათი ბედი დაუთმონ] გენდერის აქტივისტებს“, - თქვა მან ბუდაპეშტში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

”ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ მარიონეტული მთავრობა (მხედველობაში), პარტია, რომელიც უნდათ დაგვიწესონ,” - თქვა ორბანმა, მინიშნებით ოპოზიციის ლიდერის - პიტერ მაგიარის პარტიაზე „ტიზაზე“. ორბანმა მაგიარი დაადანაშაულა იმაში, რომ „გარედან უცხოები მოიწვია, რათა მას უნგრელების წინააღმდეგ დაეხმარონ“.

ორბანის სიტყვით გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ტიზამ“ გადაწყვეტილ ამომრჩევლებს შორის, ორბანის ულტრამემარჯვენე პარტიაზე უკეთესი პოზიციები აქვს. 2010 წლის შემდეგ, როცა ორბანი ხელისუფლებაში მოვიდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რეიტინგებში ოპოზიციური პარტიის პოზიციები, მის პარტიაზე უკეთესია.

43 წლის ოპოზიციონერი, ხელისუფლებას კორუფციასა და პროპაგანდის მანქანის მართვაში ადანაშაულებს. მთავრობა ყველა ბრალდებას უარყოფს.

არღვევს თუ არა უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობას?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც ბუდაპეშტში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის, „21-ე კვლევის ცენტრის“ მიერ ჩაატარდა, აჩვენა, რომ ზომიერი ცენტრისტული პარტია Tisza ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში 42%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო მმართველ პარტია Fidesz-ს 40%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამომრჩევლების სრული რაოდენობის შემთხვევაში, გამოკითხვის მიხედვით, Fidesz კვლავ ლიდერობს 29%-იანი მხარდაჭერით, ხოლო Tisza-ს 26% აქვს. სხვა ორმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიის უპირატესობა მცირდება.

„უნგრელებს ნათელი გზავნილი აქვთ: ვიქტორ ორბანის რეჟიმი დასრულდა“, - თქვა მაგიარმა გამოკითხვების შედეგების შეფასებისას.

უნგრეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს არის დაგეგმილი. წინა არცევნები 2022 წლის აპრილში გაიმართა.

XS
SM
MD
LG