გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის არმიის კონტრიერიში რუსების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე "თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე ტაქტიკური პროგრესით" მიმდინარეობს. განცხადება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კვირას, 25 ივნისს გამოაქვეყნა.
"ბოლო დღეებში უკრაინის ძალებში გადატვირთვა და მნიშვნელოვანი თავდასხმითი ოპერაციები, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში სამი მთავარი მიმართულებით მიმდინარეობდა.
უკრაინის ძალები რუსეთის კარგად მომზადებული თავდაცვის წინააღმდეგ, კონტრიერიშის პირველი ორი კვირის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას იყენებენ, რათა განაახლონ სიღრმეში შეტევის ტაქტიკა. უკრაინის ქვედანაყოფებს მთავარ ადგილებში თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე ტაქტიკური პროგრესი აქვთ" - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.
ლონდონი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ძალებს ლუჰანსკის ოლქში მნიშვნელოვანი მცდელობა ჰქონდათ, რომ წამოეწყოთ შეტევა კრემინას მახლობლად მდებარე სერებრიანკის ტყეში.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების აზრით, "ეს სავარაუდოდ მეტყველებს რუსეთის ცენტრალური სარდლობის მითითებებზე, როცა კი შესაძლებელია, გადავიდნენ შეტევაზე. რუსეთმა მცირე წარმატებებს მიაღწია, მაგრამ უკრაინის ძალებმა გარღვევის პრევენცია შეძლეს".
Your browser doesn’t support HTML5