ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანამ უკრაინას შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები მაწოდა, რაც უკრაინის ჯარს საშუალებას მისცემს რუსულ ძალებს დაუპირისპირდეს უკრინაში, რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე.
უკრაინა შორი რადიუსის მქონე რაკეტებს დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე, როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკისა და სხვა მოკავშირეების მიერ გაწეული დახმარება მხოლოდ მოკლე რადიუსის მქონე რაკეტებით შემოიფარგლებოდა.
"ჩვენ უმოქმედოდ ვერ გავჩერდებით მაშინ, როდესაც რუსეთი სამოქალაქო პირებს ხოცავს",- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა. "რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ მხოლოდ მისმა ქმედებებმა უზრუნველყო ის, რომ ასეთი სისტემები უკრაინისთვის მიგვეწოდებინა",- თქვა უოლესმა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ასევე ნახეთ: პუტინმა და ერდოღანმა შესაძლოა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე ისაუბრონუოლესმა თქვა, რომ ბრიტანეთი უკრაინას იარაღს აწვდის, რათა ის მხოლოდ თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოიყენოს. ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინამ ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდახმისთვის არ უნდა გამოიყენოს.
რაკეტები "ახლა ჩადის, ან უკვე ადგილზეა",- თქვა თავდაცვის მინისტრმა. კრემლმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ამ რაკეტებს უკრაინას მიაწვდიდა, მაშინ რუსეთს ამაზე შესაბამისი სამხედრო პასუხი ექნებოდა.