ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას წლის ბოლომდე უნდა მიაღწიონ, რომ ნებისმიერი დამატებითი გაურკვევლობა დასრულდეს, - აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი და განმარტავს, რომ ლონდონი გეგმის შესაბამისად, ტრანზიციის პერიოდს დეკემბერში დაასრულებს.
"ვიყოთ ამ საკითხზე ძალიან მკაფიო: ჩვენი პოზიცია უცვლელია. გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს სრულდება. ეს კანონითაა განსაზღვრული", - უთხრა მან პარლამენტს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოვალეობის შესრულებისას.
"არ არსებობს ამის შეცვლის განზრახვა და ახლა უნდა მოხდეს კონცენტრირება ნებისმიერი დამატებითი გაურკვევლობის აღმოფხვრაზე, და მივაღწიოთ შეთანხმებას ამ წლის ბოლომდე, რომელიც ბრიტანეთს და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს, მისცემს საშუალებას დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას, მას შემდეგ რაც კორონავირუსს გავუმკლავდებით", - განაცხადა დომინიკ რააბმა.