ექსკლუზივი: ინტერვიუ ლეონიდ კრავჩუკთან

ლეონიდ კრავჩუკი

მიმდინარე კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალები იმ სეპარატისტებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც 11 მაისს აღმოსავლეთ უკრაინაში რეფერენდუმს ამზადებენ.

სამთავრობო ჯარებმა სლავიანსკში უსაფრთხოების პერიმეტრიც აღმართეს. თუმცა უკრაინის ჯარები ნელა უწევდნენ წინააღმდეგობას სეპარატისტთა საყრდენ პუნქტებს, განსაკუთრებით იქ სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა მჭიდროდ არის დასახლებული. სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებში, უსაფრთხოების ძალებმა და პრო რუსმა მებრძოლებმა სტრატეგიული პოზიციებისა თუ შენობების პერიმეტრში მოახდინეს დაპირისპირება.

სამხედრო კამპანიას არცერთი მხარისთვის დამაჯერებელი გამარჯვება არ მოუტანია. ამ ფონზე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი ამბობს, რომ მოსკოვი, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით აშკარა მესიჯს იღებს, რომ უკრაინა ძალის გამოყენებას ძალითვე უპასუხებს.

კრავჩუკი ამბობს, რომ დროა დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გაზარდონ.

ლეონიდ კრავჩუკი ამბობს, რომ უკრაინა ანტი-ტერორისტულ კამპანიას ახორციელებს, დასავლეთი კი სანქციების პოლიტიკას ატარებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოცდა და დარწმუნება შედეგს არ გამოიღებს.

ეს კომენტარი კრავჩუკმა ამერიკის ხმასთან საუბარში გააკეთა.
უკრაინის ლიდერები რუსეთს სეპარატისტთა მხარდაჭერაში ადანაშაულებენ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით. კიევი ასევე ფიქრობს, რომ მოსკოვი სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ანექსიას გეგმავს ისე, როგორც ეს ყირიმში გაკეთდა. კრავჩუკი, ამერიკის ხმას უცხადებს, რომ რუსეთს საკუთარი პირობებით მოქმედება სურს და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას.

კიევის მოჰილას აკადემიის პოლიტიკური საკითხების პროფესორი ოლექსი ჰარანი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებული ანექსია და დესტაბილიზაციის მცდელობები მხოლოდ უკრაინის პრობლემებს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ეს ძალისხმევა თავდასხმაა ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე.
ჰარანი: “ამდენად, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საყურადღებო საკითხი. როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ პირდაპირი ანექსიის პირობებში, მაშინ როცა ყველაფერი, რაც ევროპის ტერიტორიულ სტატუს ქვოს ეხება, საფრთხის ქვეშ ექცევა? “

მოლაპარაკებებმა რუსეთს, უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის დღემდე ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, რომ ეს კრიზისი დარეგულირებულიყო.

რუსეთის განცხადებით, იგი არ აკონტროლებს პრო-რუსი აქტივისტების მოქმედებებს უკრაინაში, თუმცა მოითხოვს, რომ კრიზისის დარეგულირებისკენ მიმართულმა მოლაპარაკებებმა სეპარატისტებიც მოიცვას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა უილიამ ჰეიგმა ოთხშაბათს კიევში უკრაინის ძალისხმევს დაუჭირა მხარი სეპარატისტთა შესაკავებლად.

მან თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები სანქციების ახალი რაუნდის დაწესებას გეგმავენ.

“ეს სანქციები ეკონომიკურ, სვაჭრო და ფინანსურ სფერობეს მოიცავს. ჩვენ იმას როდი ვამბობთ, რომ მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაწესებთ, თუ ინტერვენცია განხორციელდა უკრაინაში.”

შეზღუდულმა სანქციებმა რუსეთში უკვე გამოიღო შედეგი. დაეცა აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე. თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ამბობს, რომ მეტი სანქცია რეალურ ეკონომიკურ გავლენას მოიტანს. პარალელურად ამისა, ევროპის ქვეყნები ცდილობენ რუსეთზე ენერგო დამოუკიდებლობა შეასუსტონ.