ტერეზა მეი გარადამავალ გეგმას წარადგენს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, დღეს სავარაუდოდ, “ბრექსიტის” შემდგომი პედიორის ორწლიან გარდამავალ გეგმას წარადგენს. “ბრექსიტის” სახელით ცნობილი ევროკავშირისგან გამოყოფის პროცესი 2019 წლის 29 მარტს დასრულდება.

დღეს მეი სიტყვით გამოდის იტალიის ქალაქ ფლორენციაში, სადაც “პასუხისმგებლობის ძლიერ გრძნობაზე” და “უმტკივნეულო გარდამავალ პერიოდზე” ისაუბრებს.

ფლორენციაში გამგზავრებამდე, მეი მინისტრთა კაბინეტს შეხვდა. მინისტრებს მწვავე დისკუსია ჰქონდათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების სტატუსი.

ბრიტანული მედია იუწყება, რომ მეი ევროკავშირს გარდამავალ ეტაპზე 24 მილიარდ ამეირკულ დოლარს შესთავაზებს.