კვირას, ბრაზილიის ჯანდაცვის მარეგულირებელმა, საგანგებო გამოყენებისთვის, კოვიდ-19-ის ორი ვაქცინა დაამტკიცა. ესენია ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის "ასტრაზენეკა" და ჩინური "სინოვაკის" ვაქცინა.
მასობრივი ვაქცინაცია დამტკიცებიდან სულ რამდენიმე წუთში დაიწყო. 54 წლის ექთანი მონიკა კალაზანსი, პირველი იყო, ვისაც ჩინური ვაქცინა "კორონავაკი" გაუკეთეს.
ასევე ნახეთ: როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი - ინტერვიუ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტთანშეერთებული შტატების შემდეგ, პანდემიის ერთი წლის მანძილზე, ბრაზილიას სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებებით 209 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 8.5 მილიონს აღწევს.
ბრაზილიის მთავრობას დაგვიანებული ვაქცინაციისთვის და კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუციისთვის მოუმზადებლობის გამო აკრიტიკებენ. ამჟამად ბრაზილიას "ასტრაზენეკას" ვაქცინის 2 მილიონი დოზა აქვს გარანტირებული. მთავრობამ კვირას განაცხადა, რომ მოგვიანებით ვაქცინის დამატებითი პარტიის შემოტანას გეგმავს.