ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერორისტული აქტიდან 4 წელი გავიდა. 2013 წლის 15 აპრილს მსოფლიო ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში მომხდარმა აფეთქებებმა შეძრა. ახალი მხატვრული ფილმი “პატრიოტის დღე” დრამატული მოვლენებით სავსე დღეს აღწერს. მომხდართან დაკავშირებით გადაიღეს დოკუმენტური ფილმიც “ბოსტონი”, რომელშიც მთხრობელი ცნობილი მსახიობი, თავად ბოსტონელი მეტ დეიმონია. ფილმი მარათონის ისტორიას 1897 წლიდან 2014 წლამდე აღწერს.
ბოსტონში, ფინიშის ხაზთან ახლოს 12 წამის ინტერვალით, ორი აფეთქება მოხდა. 3 ადამიანი დაიღუპა და 264 დაშავდა, მათ შორის ბევრი - მძიმედ. 14 ადამიანს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.