გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიტანელი კანონმდებლებისთვის ბოდიშის მოხდას გეგმავს. ბორის ჯონსონისთვის ეს პირველი დღეა ქვეყნის პარლამენტში მას შემდეგ, რაც პოლიციამ პრემიერს ჯარიმა დაუწესა, კოვიდ-19-ის კარანტინის მისივე შემოღებული რეგულაციის დარღვევისთვის.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთი ჯონსონის წვეულებებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს ელოდებაჯარიმა ჯონსონს გასულ კვირაში დაუწესეს საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნ დღესასწაულზე მისვლისთვის. ეს 2020 წლის ივნისში მოხდა, როცა გაერთიანებულ სამეფოში, თავყრილობები აკრძალული იყო.
ფაქტის გახმაურებას ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 72% პრემიერის საქციელს უარყოფითად აფასებდა.
ოპოზიცია ჯონსონს გადადგომისკენაც კი მოუწოდებდა იმის გამო, რომ მან დაბადების დღესთან დაკავშირებით, გასულ წელს პარლამენტში იცრუა და თქვა, რომ დღესასწაული ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა. ჯარიმასთან დაკავშირებით პრემიერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თავის დროზე ვერ გააცნობიერა, რომ წესებს არღვევდა და ახლა ამ ფაქტს სათანადოდ აღიქვამს.