ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ჯონსონის წვეულებებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგებს ელოდება


დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი, "ლოკდაუნის" დროს წვეულებების ჩატარებას და ქვეყანაში არსებული წესების დარღვევის შესახებ გამოძიების დასრულებას ელოდება. ამ გამოძიებამ შესაძლოა, დაასრულოს ერთკვირიანი განხილვა იმასთან დაკავშირებით, რატომ იყო წვეულებაზე ჯონსონი მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეს ეკრძალებოდა. თუმცა, იმის მიხედვით, რას დაადგენენ გამომძიებლები, ეს შეიძლება პრემიერის წინააღმდეგაც შემოტრიალდეს.

უფროსი საჯარო მოხელე, სიუ გრეი, თავისი გამოძიების შედეგებს, სავარუდოდ, ბრიტანეთის მთავრობას მიმდინარე კვირის განმავლობაში მიაწვდის. პრემიერ ჯონსონის ოფისში ამბობენ, რომ როგორც კი დასკვნა მათთან მოხვდება, მას საჯაროს გახდიან და ამის შესახებ განცხადებას თავად პრემიერიც გააკეთებს.

სიუ გრეის თქმით, ის ვერავის მისცემს გარანტიას, რომ მთავრობა სრულად გამოაქვეყნებს გამოძების შედეგებს, ვინაიდან ტექსტში უსაფრთხოების საკითხებიც იქნება განხილული და ამის გასაჯაროებისგან, მთავრობა, დიდი ალბათობით, თავს შეიკავებს.

გასულ კვირას, ახალმა ამბავმა, რომ პრემიერმა ჯონსონმა და მისმა თანამშრომლებმა დაუნინგის ქუჩაზე, წვეულება გამართეს მაშინ, როდესაც ეს, ბრიტანეთში "ლოკდაუნის" გამო აკრძალული იყო, მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში დაეცა ჯონსონის პოპულარობის რეიტინგიც.

გრეის გამოძიების პარალელურად, ბრიტანეთის პოლიციამ კრიმინალური საქმე აღძრა იმ ზოგიერთი ღონისძიების გამოსაძიებლად, რომელიც პრემიერის სახლში იმართებოდა. მეტროპოლიტენის პოლიციის თქმით „რამდენიმე ღონისძიება“ ჯონსონის დაუნდინგის ქუჩაზე მდებარე ოფისსა და სხვა სამთავრობო შენობებში აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა გამოძიების დასაწყებად.

XS
SM
MD
LG