ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული გაზეთის ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში, ეთიოპიის ავიახაზების „ბოინგ 737 მაქს 8“ თვითმფრინავის კატასტროფის წინ, ვერტიკალურ პოზიციაში გაჩერების საწინააღმდეგო სისტემა ამოქმედდა.
„უოლ-სტრიტ ჯორნალმა“ დღეს გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, გამოძიების წინასწარი დასკვნების წყარო იყვნენ ადამიანები, რომელთაც გამოცემას გამომძიებლის თავდაპირველი დასკვნები გააცნეს.
10 მარტს, ადის-აბაბიდან აფრენისთანავე მალე მომხდარმა კატასტროფამ, ბორტზე მყოფი157 ადამიანი იმსხვერპლა.
ეთიოპიაში მომხდარი კატასტროფა სხვა დაღუპულ რეისს წააგავდა, სადაც „737 მაქსი 8“ ოქტომბერში, ინდონეზიაში, აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა და 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ინდონეზიაში მომხდარი ავარიის გამომძიებლებმაც, ყურადღება ვერტიკალურ პოზიციაში გაჩერების საწინააღმდეგო სისტემაზე გაამახვილეს.
კვირის დასაწყისში „ბოინგმა“ გამოაცხადა, რომ „737 მაქს 8“ თვითმფრინავში, ამ სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას მალე დაასრულებს.
ხუთშაბათს, ეთიოპიაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების ფედერალურ სასამართლოში, „ბოინგის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ილინოისის შტატში, სარჩელი ავიაკატასტროფაში დაღუპული რუანდის მოქალაქის, ჯექსონ მუსონის ოჯახის სახელით შევიდა.
სარჩელში ნათქვამია, რომ “737 მაქს 8“ თვითმფრინავის დიზაინზე მუშაობისას „ბოინგმა“ დაუდევრობა გამოიჩინა.
ბოლოდროინდელი ავარიების შემდეგ, ავიახაზებმა მსოფლიოს გარშემო „მაქს 8“ თვითმფრინავების გამოყენება შეაჩერეს.