ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსგავსება ეთიოპიის და ინდონეზიის ავიაკატასტროფებს შორის


'ბოინგ 737 მაქს 8-ის" თვითმფრინავების ფრენის მონაცემებს შორის, რომლებიც ეთიოპიასა და ინდონეზიაში ჩამოვარდა, „აშკარა მსგავსებაა“. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეთიოპიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.

ამერიკულმა მწარმოებელმა "ბოინგმა" განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს პროგრამულ განახლებაზე, რომელიც უსაფრთხოების სისტემის ცვლილებას ისახავს მიზნად. იმ ფუნქციის მიზანი, რომელმაც შესაძლოა ორი ავიაკატასტროფა გამოიწვია, სიმაღლის დონის კონტროლია, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი ავტომატურ რეჟიმში ცხვირს ქვემოთ უშვებს.

ეთიოპიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამომძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა ავიაკატასტროფის მიზეზები დაადგინონ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 157-ვე ადამიანი დაიღუპა. გამოძიების წინასწარი ანგარიში 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

ზეწოლა იზრდება შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის მიმართაც. სააგენტოს განცხადებით, ის ბოინგის ახალი მოდელის სერტიფიცირებისას სტანდარტულ პროცედურას მიჰყვა და ამის საფუძველზე ჩათვალა ხომალდი უსაფრთხოდ. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტი ამ პროცედურების ეფექტურობის გამოძიების პროცესში იყო.

"ბოინგ 737 მაქს 8-ის" გამოყენებით, "ეთიოპიის ავიახაზების" რეისი 302 ადის-აბებიდან კენიის დედაქალაქ ნაირობიში მიფრინავდა, როცა აფრენიდან ექვს წუთში, ეთიოპიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ხოლო ავიაკომპანია „ლაიონ ეარი“ რეგულარულ შიდა რეისს ჯაკარტიდან პანკალინანგის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ის იავას ზღვის თავზე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შავი ყუთს აღმოჩენამდე, ბევრმა გაავლო პარალელი "ეთიოპიის ავიახაზების" მარტის და „ლაიონ ეარის“ ოქტომბრის ავიაკატასტროფებს შორის, რადგან ორივე რეისს "ბოინგის 737 მაქს 8" ტიპის თვითმფრინავები ასრულებდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აჩერებს ამერიკული წარმოების თვითმფრინავის ფრენებს. თვითმფრინავების "ბოინგ 737-მაქს 8“ და "ბოინგ 737-მაქს 9“ ფრენები დროებით უკვე 40 ქვეყანაში გააუქმეს.

ფრენები არც საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელდება. „მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა „ბოინგ 737-8 მაქსისა“ და „737-9 მაქსის“ ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG