ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ადრეული მონაცემები ორ დაღუპულ ავიალაინერს შორის მსგავსებას აჩვენებს


ფრანგმა გამომძიებლებმა ამერიკული წარმოების თვითმფრინავის შავი ყუთების გაანალიზება დაიწყეს. ეთიოპიაში "ბოინგის" ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 157 ადამიანი გარდაიცვალა 30 ქვეყნიდან.

ეს "ბოინგის" იგივე მოდელის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. გასული წლის ოქტომბერში, ინდონეზიაში ჩამოვარდნილი ავიალაინერის ბორტზე 189 ადამიანი დაიღუპა. მაშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბევრმა ქვეყანამ ამ ტიპის ბოინგის თვითმფრინავების ფრენა აკრძალა.

ამ დღეებში "ბოინგ 737-მაქს 8“ და "ბოინგ 737-მაქს 9“ ფრენები დროებით გაუქმდა 40 ქვეყანაში. ამერიკა ერთ-ერთი ბოლო იყო, სადაც "ბოინგის" ამ მოდელის გამოყენება მომხდარი ფაქტის გამოძიების დასრულებამდე შეაჩერეს.

13 მარტიდან საქართველომაც შეაჩერა ფრენები, რომლისთვისაც "ბოინგ 737-მაქს 8“ და "ბოინგ 737-მაქს 9“ თვითმფრინავებს იყენებდნენ. მიზეზად ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება "უსაფრთხოების მოსაზრებებს" ასახელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG