"ნატოს წინააღმდეგ ფსონის დადება შეცდომაა" - ალიანსის ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას კვლავ უდასტურებენ
Your browser doesn’t support HTML5
“უკრაინის დახმარებით გადაღლის განცდა მოკავშირეებს შორის არ არის“, - ასეთი იყო ამერიკის პირველი დიპლომატის ევროპაში ვიზიტის მთავარი გზავნილი. ენტონი ბლინკენმა ნატოს წევრი ქვეყნების სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ბრიუსელში, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.